LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმური იყო პარლამენტი, მაგრამ დღეს წამოსკუპუბული არიან – შალიკოც კი შემოდის: ირაკლი ზარქუა

80
ირაკლი ზარქუა

შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა რომ სამართლიანი არ არჩევნები იყო – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, რომელშიც დღეს არიან წამოსკუპუბული – მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც, მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს წევრების და თავმჯდომარის არჩევაში” – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, მისი თქმით, ოპოზიცია სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბებაზეც შეცვლის ნარატივს.

„შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

magti 5g