2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 436%-ია, მოცულობის კი – 696%.
შეგახსენებთ, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი ნებადართულია 2016 წლიდან.