LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაბილიტაცია გავლენას არ იქონიებს დაგეგმილ რეისებზე – Georgian Airways

68
07de1368303c9802c2890f2299851723-XL

მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია გავლენას არ იქონიებს დაგეგმილ რეისებზე, თავს მოვალედ ვთვლით გაცნობოთ, რომ ყველა კრედიტორს შეუძლია მონაწილეობის მიღება რეაბილიტაციის პროცესში, – ამის შესახებ ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ. ავიაკომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საკუთარ მომხმარებლებს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

„ჯორჯიან ეარვეისი დაფუძნდა 1993 წელს და ამ დროიდან ემსახურება ქართულ ავიაციას. თანამედროვე ავია-პარკითა და პროფესიონალი ეკიპაჟით, ჩვენ სიამაყით ვატარებთ საქართველოს დროშას. ჩვენ ვასრულებდით ფრენებს ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი და არასდროს შეგვიწყვეტია საქართველოს და ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნა.

კორონავირუსით გამოწვეულმა ფრენების უეცარმა შემცირებამ მსოფლიო ავიაციას მნიშვნელოვნად დაარტყა და სამწუხაროდ, არც „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო გამონაკლისი. ამ ტურბულენტურ გარემოშიც კი, ჩვენ შევძელით გამოსავლის პოვნა, რათა  გაგვეგრძელებინა  ფრენების შესრულება და კლიენტების ერთგულად მომსახურება. რამდენიმე უმსხვილესი კრედიტორის მხარდაჭერით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ჩვენი მოთხოვნა და დაიწყო კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმი, რითაც თავიდან ავიცილეთ კომპანიის გაკოტრება. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა ქალბატონი ნატო პაპიაშვილი.

რეაბილიტაციის რეჟიმი ნიშნავს რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიის გამოხსნას, რისთვისაც კრედიტორებთან თანამშრომლობით და კანონით დადგენილი ზედამხედველობით, შევიმუშავებთ და შევასრულებთ რეაბილიტაციის გეგმას, ისე, რომ პარალელურად, ვაგრძელებთ უწყვეტად ჩვენს საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმი არ იმოქმედებს რომელიმე დაგეგმილ რეისზე და ყველა რეისი ჩვეულებრივ განხორციელდება.

ქართულ ავიაკომპანიას უსაფრთხოების რეიტინგში 6 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული

მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია გავლენას არ იქონიებს დაგეგმილ რეისებზე, თავს მოვალედ ვთვლით გაცნობოთ, რომ ყველა კრედიტორს შეუძლია მონაწილეობის მიღება რეაბილიტაციის პროცესში. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, თავად მიიღოთ მონაწილეობა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებაში.

რეაბილიტაციის რეჟიმში ფრენები ჩვეულებრივ ჩატარდება. მეტიც, რეაბილიტაციაში ვხედავთ შესაძლებლობას, განვვითარდეთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს ჩვენი შემოთავაზებები.

ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობაზე და თქვენს უფლებებზე. პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველა მნიშვნელოვანი სიახლე დამატებით გამოქვეყნდება. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელ-ფოსტა: [email protected]; მესენჯერის ჩეთი, ან ტელ: +995 32 2111220, ზედამხედველის საკონტაქტო მონაცემები: ქ-ნ ნატო პაპიაშვილი: ტელ: +995 577 300 625; ელ-ფოსტა: [email protected]“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, 28-წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g