ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ უსაფრთხოების რეიტინგში 7-დან 6 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული airlineratings.com -ის მიხედვით. ამ რეიტინგში მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ავიაკატასტროფები ბოლო 5 წლის განმავლობაში და სერიოზული ინციდენტები ბოლო 2 წლის განმავლობაში; საავიაციო მმართველი ორგანოებისა და ინდუსტრიის ორგანოების აუდიტი და მთავრობის აუდიტი; წამყვანი უსაფრთხოების ინიციატივები; ავიაპარკის ასაკი; COVID-19 უსაფრთხოების პროტოკოლები. აღნიშნულ ინფორმაციას თავად „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, 28-წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად იყიდება. ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს. შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ – მისი წილის შეძენა.