მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ნია იმნაძის ადვოკატებს მიმართავს და ინტერესდება „უშველათ თუ არა ნია იმნაძის სასამართლო პროცესიდან ჩახსნამ“.
ეკა კუპატაძე გავრცელებულ პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორმა ქეთი სონიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე უძლიერესი სიტყვა თქვა.
„დღეს, პროკურორმა, ქეთი სონიძემ, უძლიერესი დასკვნითი სიტყვა თქვა ჩიქოვანი — ნასყიდაშვილის საქმეზე.✊
ადვოკატებო, ნია იმნაძის ფსიქოთერაპევტმა იცის, ძალიან სტრესულ მდგომარეობას როგორ უშველოს და შეეხმიანეთ, არ დაგზარდებათ, მოგცემთ მის კოორდინატებს; ვალშია თქვენთან, თქვენ ხომ სასამართლო პროცესიდან ვიშვიშით გააქანეთ, არ აანერვიულოთ, არასრულწლოვანიაო.
ისა და, გიშველათ იმნაძის ჩახსნამ???“, – წერს ეკა კუპატაძე.
