მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგი სასამართლო სხდომის შესახებ წერს და პროცესს „ოროსანი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლს“ უწოდებს.
მისი განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და რეალურ სურათს არ ასახავს.
ამავე პოსტში ეკა კუპატაძე ასევე ეხება ნია იმნაძის სამედიცინო ცნობის საკითხს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ექიმმა უარი თქვა ყალბი დოკუმენტაციის გაცემაზე, რისთვისაც გიგა ავალიანის დედა მედიკოსებს საჯაროდ უხდის მადლობას.
„მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ სამართალს! ციხეში: ნია იმნაძე! გიორგი მალანია! დემეტრე კასრაძე! ანასტასია ბერუაშვილი!“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე წერს.
ეკა კუპატაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მორიგი სხდომის, მორიგი ცირკი იყო გუშინ!
ამ 7 თვის განმავლობაში, პირველად, მთელი ღამე გავათენე იმაზე ფიქრში, თუ როგორ დამეწერა პოსტი, რომ წაკითხვისას არ დაკარგულიყავით.
იმდენად ოროსანი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი იყო გუშინდელი ამბავი, რომ მე სერიოზულად დავიკარგე და არ ვიცი როგორ გადმოვცე.
მოკლედ, გუშინ დაიკითხა ორი მოწმე (ბიჭი და გოგო), რომლებიც ჩიქოვანის კარგი ნაცნობები იყვნენ.
ვიმეორებ, კარგი ნაცნობები იყვნენ და არა მეგობრები.
მათ თქვეს, რომ მას შემდეგ რაც გაბაშვილი დაიჭირეს და სანამ გიგა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ნახეს დაღონებული დემეტრე ჩიქოვანი, რომელიც ძაააალიან განიცდიდა, რომ კეთილშობილი ბიჭი, ვინმე გიგა ავალიანი ისე სცემა გაბაშვილმა და რიკაძემ, რომ ეს საწყალი კეთილშობილი ბიჭი კომაშია და კვდება.
თითქოს არაფერი, მაგრამ…
სად ვიკარგები იცით?
გიგა, ვიდრე დემეტრე ჩიქოვანს დაიჭერდნენ კეთილშობილი იყო და დემეტრე რომ დაიჭირეს მერე პედოფილი და ნარკომანი გახდა?
თუ რატომ ჩხაოდა ,,მოშიმშილე” დედამისი პროკურატურის წინ, ,,გამოეთრიე ნია იმნაძე და მოყევი ყველაფერს!”-ო, ან საქმის მასალებს რატომ აფრიალებდა, ,,ააა ბატონო, ნახეთ, ნარკანი აქვს გაკეთებული სასწრაფოს ექიმებს და ნარკანს ტყუილად ვის უკეთებენ?!”-ო?
კიდევ სად ვიკარგები იცით? გიგას მდგომარეობას თუ განიცდიდა ეს დემეტრე ჩიქოვანი, განცდებს რად უნდა 18-23 დღიანი ლოდინი?
18 დღის შემდეგ დაიჭირეს გაბაშვილი, 23 დღის შემდეგ გარდაიცვალა გიგა და მაგ პერიოდში ნახა ორივე მოწმემ.
ისიც ძალიან მკარგავს, ამ ,,უბრალოდ კარგ ნაცნობებს” რომ მოუყვა დემეტრე კეთილშობილი გიგას შესახებ, სხვა, მეტი ახლობელი არავინ ჰყავდა?
თუ სხვებთან არ გაჭრა ნეტა ,,მასკვა სვიაზებმა”?
(ამ ,,მასკვა სვიაზებით”, გახსოვთ ალბათ დემეტრეს ძმა, გიორგი ჩიქოვანი იწონებდა თავს.)
კიდევ ბევრგან დავიკარგე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც რა მაოცებს იცით??
მგონი, ჩიქოვანის და ნასყიდაშვილის ადვოკატებს, მეც, პროკურორიც და მოსამართლეც დებილები ვგონივართ!
ერთი მაინც თუ ვგონივართ ოდნავ მოაზროვნე, ამდენი რამის უფლებას როგორ აძლევენ საკუთარ თავს?!?!?!
![]()
![]()
ნასყიდაშვილის ადვოკატებო, ჯერ ვის დაეკარგეთ, მაგრამ…
თქვენ რომ პოსტებს მისაჩივრებთ, მე იმ პოსტების წერისას ათასჯერ ვკვდები და ვცოცხლდები.
თქვენ რომ მაყუთს უბრიალებთ თვალებს, მე ამინდის პროგნოზს ჩავცქერი დღეში ათასჯერ, ქარის წვიმა არ იყოს და გადახურულ საფლავში გვერდიდან წყალმა არ შემისხასთქო.
თქვენ რომ ორკესტრირებულად, არაერთხელ, წამომეჭიმეთ სასამართლოში, ჩემი გაზრდილი შვილები სალამსაც კი მოწიწებით ამბობდნენ.
ეს პოსტიც დაა-,,კოპი-პეისტ”-ეთ ახლა და შეიტანეთ სარჩელში, ვნახოთ მერე, თქვენს სასამართლოზე რომ მოვალ, თუ გიშველით ამერიკული მწვანეები.
და ბოლოს, გავიგე, რომ ნია იმნაძის სამედიცინო ცნობისთვის მიაკითხეს უამრავ ექიმს!
ყალბი ცნობის გაცემაზე ყველა ექიმმა თქვა უარი!
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!“, – წერს ეკა კუპატაძე
