LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკა კუპატაძე არის თანამედროვე ოთარაანთ ქვრივი… ასეთი რამ არ მინახავს, ეს არის ყველა დედის სათქმელი…“ – მსახიობი, ნინო კასრაძე ეკა კუპატაძის შესახებ

152
ნინო კასრაძე ეკა კუპატაძეზე

„ეს არის თანამედროვე ოთარაანთ ქვრივი, ეკა კუპატაძე გლოვა გადააქცია ქმედით ინსტრუმენტად, ძალად… “, – ამის შესახებ მსახიობმა ნინო კასრაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედაზე საუბრისას მსახიობმა თქვა, რომ ეკა კუპატაძემ აჩვენა, რა მდგომარეობაშია საზოგადოება:

„ეს არის ის მოვლენა, რაც იყო ლიტერატურაში, ეს არის ოთარაანთ ქვრივი, თანამედროვე ოთარაანთ ქვრივი. მე ასეთი რამ არ მინახავს, ეს არის ყველა დედის სათქმელი. დაბადებ, გაზრდი და შემდეგ არავინ არაფერს არ გეკითხება, არც მის უსაფრთხოებაზე, შენ რომ გული გტკივა რა არის, მორჩა… ან ომში უკრავენ თავს, როგორც რუსეთში, ან განწირულია რაღაცა ინციდენტებისთვის ქუჩაში და შენ (დედას) არაფერი, როგორც მექანიზმი არ გაქვს მოქმედებისთვის, მარტო შვილმკვდარი დედების გლოვა და უცებ ეს ადამიანი, ეკა კუპატაძე რომელმაც ეს გლოვა გადააქცია ქმედით ინსტრუმენტად, ძალად… ჩემი ქალური, ადამიანური პატივისცემა ამ ქალის მიმართ, რომელიც ყველაფერს ერთად ებრძვის. მისმა ბრძოლამ აჩვენა, რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება…“ – ამბობს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები