LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წამოვიდა საუბარი იმაზე, რომ გიგამ ნია იმნაძეს მარტოს აღუდგინა გაკვეთილი და ახლა ვთქვათ, რატომ ვერ მოხდებოდა ეს…“ – ეკა კუპატაძე

820
2026-08-10_23-08-57_823364

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრობს თემაზე, თუ რატომ ვერ შეძლებდა გიგა ნია იმნაძისთვის გაცდენილი გაკვეთილის მარტოს აღდგენას.

„წამოვიდა საუბარი იმაზე, რომ გიგამ ნია იმნაძეს მარტოს აღუდგინა გაკვეთილი და ახლა ვთქვათ, რატომ ვერ მოხდებოდა ეს. პირველად ნია იმნაძე ჩვენთან მოვიდა 12 სექტემბერს. ნია გაკვეთილზე მოსული იყო 12 და 19 სექტემბერს. 21–22 სექტემბერს გაკვეთილი კვლავ გააცდინა. მომდევნო გაკვეთილი უწევდა 26 სექტემბერს. 26-ში გაკვეთილზე აღარ მოვიდა და დაიგეგმა მკვლელობა.

მთელი რვა გაკვეთილი იყო აღსადგენი და ვერ აღდგა. 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე გიგას მე-11 კლასელები და სააბიტურიენტო ჯგუფები ჰყავდა. გიგას ამ პერიოდში დროც არ ჰქონდა“, – ამბობს ეკა კუპატაძე.

„7 ოქტომბერს, ღამით, მთაწმინდაზე, წყვილები – იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი – ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას… სასამართლოზე ამტკიცონ სიმართლე“ – ეკა კუპატაძე

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები, თუმცა, ვიდრე იქ გადაიყვანდნენ, დაკავების შემდეგ, ნია იმნაძე კლინიკაში მოათავსეს, ვინაიდან, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს…ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო!“ – გიგა ავალიანის დედა

„იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა – თუ გამოჩნდება ასეთი, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ! თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!“ – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

„მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები