„7 ოქტომბერს, ღამით, მთაწმინდაზე, წყვილები – იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი -ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას… 6 ოქტომბერი რომ დაღამდა, გიგას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა“ , – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „ფორმულასთან“ აცხადებს.
გუშინ, 5 აგვისტოს, გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე დააკავეს.
გიგა ავალიანის საქმის პროკურორის ქეთევან სონიძის განცხადებით, ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით“ (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტი).
