LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო მკვლელებს! იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები, კადრებში მე ვნახე თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

653
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი პირის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. გიგა ავალიანის დედის თქმით, ბრალდებულების დაკავება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ეკა კუპატაძე სამართლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

„ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს…ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო!“ – გიგა ავალიანის დედა

ეკა კუპატაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი!

🟢 საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!

🙏 საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!

🔴 თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუქში ვერ შევედი. თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია.

👏 ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ.

🔴 ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ:

📌 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით:

„თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“.

📌 ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის.

❌ ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია.

📌 დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები.

📌 იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები.

სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.

🔴 რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.

📌 მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.

🙏სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ.

📌 ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.

🔥😓🔥😓🔥 ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო:

— „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“.

❗ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.

⚖️ გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!

✊#ვფიცავ_გიგა_ავალიანის_სიცოცხლეს!

♥️ P.S. შემომივიდა უთვალავი მესიჯი. ამ ორ დღეში აუცილებლად გიპასუხებთ ყველას, წავიკითხავ ყველა კომენტარს ყველგან“, – წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები