სერვისის განვითარების პროგრამები აჭარაში წელსაც გაგრძელდება. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 474, 000 ლარს დახარჯავს.
ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები, სემინარები და ვიდეოგაკვეთილები იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის გეგმავს.
გასულ წელს, დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებს ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრო.