იტალიურმა კომპანიამ Lazzarini მომავლის საჰაერო იახტა შემოგვთავაზა. უზარმაზარ მფრინავ ხომალდს, წყალსა და ჰაერში გადაადგილება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 150მ. სიგრძის მეგა-იახტა, რევოლუციური მოვლენა იქნება საავიაციო ინდუსტრიაში.
Lazzarini-ის ხომალდს ორი, ჰელიუმით დატვირთული, უზარმაზარი ფრთა აქვს, რომელიც ცენტრალურ ბორტთანაა დაკავშირებული. ცენტრში განთავსებულია მართვის კაბინეტი, სასტუმრო სივრცე და დიდი სასადილო განყოფილება. ხომალდის თითოეული ფრთა კი ხუთი დიდი ოთახისგან შედგება.