სანამ პრინცი ჰარი ჯორჯ კლუნისთან თამაშობდა კალათბურთს, მარკ ცუკერბერგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მონაწილეობდა ოჯახურ მარათონში, მერე კი, საკუთარი სპორტული მიღწევები თაყვანისმცემელს Instagram-ში გაუზიარა საკუთარ გვერდზე.
„მაქსისთვის ეს პირველი მარათონი იყო. პრისცილამ The Stanford 5K for Heart Health გაირბინა და ახალი პირადი რეკორდი დაამყარა, მერე ბავშვები გამოეწყვნენ სუპერგმირების ფორმაში, 200-მეტრიანი დისტანცია გაირბინეს და ნამდვილი ქაოსი შექმნეს“, – აღნიშნა ცუკერბერგმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შეაყვაროს პატარა მაქსიმას და ავგუსტას სპორტი და აქტიური დასვენება სუფთა ჰაერზე.