LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- დვალიშვილის და სეხუდოს ჩხუბს მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა: როგორ მიულოცა ცუკერბერგმა ქართველს გამარჯვება

1363
BeFunky-collage (23)

მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს ჩხუბს მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, ცუკერბერგი მერაბის გულშემატკივარია.

ვრცელდება კადრები, სადაც ვხედავთ, რომ მერაბი სწორედ მარკის წინ იბრძვის.

გამარჯვების შემდეგ „მეტას“ შემქმნელმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ „სთორი“ გამოაქვეყნა და ქართველს გამარჯვება მიულოცა.

„ბოლო რამდენიმე თვეა, მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია და დღეს, ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. როგორც ხედავთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, რადგან სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი. მეორე რაუნდი ყელში მარგად მქონდა წაჭერილი, მაგრამ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ვერ დავაფინიშე. ჩემი მიზანი ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ! ახლავე ვეჩხუბები! ყველანი მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს!“ – თქვა მერაბმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

ჩხუბს ადგილზე ესწრებოდა მარკ ზუკერბერგი, რომელიც მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები