LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყება: იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილს გამოიტანს

183
რუსეთი 454

ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რითაც უწყებამ უპასუხა მედია საშუალებების შეკითხვას რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ.

„რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია. არაერთხელ მივუთითეთ მისი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის.

საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

რუსეთი იძულებული გახდა მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავდროულად, ჩვენ ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს“,- აღნიშულია უწყების პასუხში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g