LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 თებერვლიდან, უსიმპტომო პირების ტესტირება, შესაძლოა, შეჩერდეს – გამყრელიძე მიზეზებს განმარტავს

786
ტეტსირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს წინადადებით, რომ სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შეაჩერონ.

ამირან გამყრელძე მოქალაქეებს მიმართავს, თუ სიმპტომები არ აქვთ, ლაბორატორიები არ გადატვირთონ, რადგან უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს:

“მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებაში ხომ?

აქედან გამომდინარე, უსიმპტომო ადამიანი, თუ ის არის კონტაქტირებული (ჩვენს ფეისბუქზე შებრძანდით და იქ კარგად არის დიაგრამის სტილში წარმოდგენილი, თუ რა უნდა გააკეთოთ – 8 დღე უნდა ბრძანდებოდეთ სახლში) ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ 1 თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე და რა თქმა უნდა, ყველა სიმპტომებიანი ადამიანი სასურველია, რომ გაიტესტოს, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმ ალგორითმით იმოქმედონ, რომელიც დღეს არის დადგენილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები