LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიბლუსმა“ სათამაშოების ქსელი „პეპელა“ შეისყიდა

353

წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა.

როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „პეპელას“ შეძენა არ გულისხმობს კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე მოღვაწეობას. მათივე ინფორმაციით, მძლავრი კომპანიების გაერთიანება ორივე ბრენდს მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

უკვე დაგეგმილია „პეპელას“ ქსელის გაფართოება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე განხორციელდება პროდუქციის გამრავალფეროვნება და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო სიახლე, რომელსაც მომხმარებელი ეტაპობრივად შეიტყობს. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, რჩება კომპანიის მთავარ კრედოდ,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“.

შეგახსენებთ, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. დღეისათვის ქსელი საქართველოს მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ კი 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ის სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. დღეისათვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 მდებარეობს თბილისში, ხოლო 1 ბათუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g