LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს წევრობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – მამუკა ბახტაძე

19

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერის კითხვას, იმის შესახებ განიხილება თუ არა ალიანსში საქართველოს მხოლოდ 80%-ის ინტეგრაცია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.

“დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ჩვენ ვხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს,” – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ის მესამე მსოფლიოში ჩათრევის საკითხი აწუხებთ, რაც გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება, რაც ისევ რუსეთის ინტერესებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები