LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპედის და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე 26 თებერვლამდე საშეღავათო ფასი მოქმედებს: მომსახურების სააგენტო

260
1

2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე საშეღავათო ფასი მოქმედებს:

?  2022 წლის 28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება;

?  2022 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას.

28 მარტიდან პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

?  2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს საშეღავათო ფასი;

?  გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g