LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იპოვე მანქანა და დაჯავშნე”: თბილისში ახალი მიკრო-ელექტრო მანქანებით მგზავრობის წამოწყება 1 ლარი ღირს

351
Untitled

რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ქართული სტარტაპის Qari Electric-ის ახალი ელექტრომანქანები გამოჩნდა, სახელწოდებით „ამი“. სოციალურ ქსელებში ახალი მიკრო-ელექტრო ავტომობილების გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება, ძირითადად, მათი გამოყენების პირობებით და ფასებით ინტერესდება.

როგორც Qari Electric-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ქარის” ელექტრომანქანით მგზავრობის წამოწყება 1 ლარია, ყოველი წუთის ღირებულება კი 80 თეთრს შეადგენს.

Qari Electric-ის ვებგვერდზე ასევე მითითებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც მომხმარებელს ელექტრომანქანით მგზავრობის გამოადგება. მაგალითად, ის, რომ „ამის“ სიჩქარეების გადამრთველი სავარძლის მარცხენა ქვედა მხარეს არის.

ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები უკვე თბილისშია და მის გამოყენებას ყველა შეძლებს

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ახალ Citroen Ami-ს მოდელის მანქანებს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, სრული დამუხტვით მაქსიმუმ 75 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ჩაეშვა. „გატესტე ქარი „ამი“ პირველმა! გეზის ასაღებად გახსენი აპლიკაცია: qari.co/qari_app“, – აცხადებენ „ქარის“ მენეჯმენტში.

შეგახსენებთ, „ქარი“ ელექტრომოპედების და ახლა უკვე, ელექტრომობილების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია „ქარის“ აპლიკაციით. „ქარის“ მოპედები ინდივიდუალური, ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის გამოიყენება. სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან. სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია. მისი ძირითადი პლუსია საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები