ელექტრომოპედების საზიარო სერვისმა, სახელწოდებით „ქარი“ მომხმარებელს ახალი მომსახურება შესთავაზა და მოპედებს ახლა უკვე მანქანებიც დაამატა. დღეიდან, ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები უკვე თბილისშია და ისინი სატესტო რეჟიმში გაეშვა!
„გატესტე ქარი „ამი“ პირველმა! გეზის ასაღებად გახსენი აპლიკაცია: qari.co/qari_app“, – აცხადებენ „ქარის“ მენეჯმენტში.
შეგახსენებთ, „ქარი“ ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია „ქარის“ აპლიკაციით. „ქარის“ მოპედები ინდივიდუალური, ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის გამოიყენება. სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან. სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია. მისი ძირითადი პლუსია საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა.