LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომობილები და ფესტივალის მთავარი სცენა – რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა 

426
რუსთავიქარი

გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები და სადენები, დაზიანებული ავტომობილები – რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ძლიერი წვიმა და ქარი ქალაქში არც ისე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახელებისთვის სახურავები გადაეხადა მე-7 მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე. მოეგლიჯა ხეები და ამის შედეგად დაეზიანებინა ავტომობილები.

დაზიანდა “ოქსიგენ ფესტისთვის” ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა, რის გამოც მუსიკალური ღონისძიებები გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები