LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

710

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა.

დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

ინფორმაციას დაშავებულების შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ.-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის საავადმყოფოებში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

დამატებითი გამოკვლევის მიზნით, 2 მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონულ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g