დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. ავიარეისები ერევანი – თბილისი – ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ FLYONE Armenia-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით) სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ოპერირების დაწყების ზუსტი თარიღი ავიაკომპანიის მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.