ქართული კომპანიის წარმატება არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე. არაბეთის გაერთიანებული საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა კომპანია Heathy Water Inc.-მა დაიწყო თავისი პროდუქციის, კერძოდ არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყლის გაყიდვები საამიროების კომპანია „Union Coop Dubai“-ის სავაჭრო ქსელში.
ცნობისთვის, Union Coop Dubai დაარსდა საამიროების სახელმწიფოს მიერ 1982 წელს. ფლობს 23 ჰიპერმარკეტსა და 3 ე.წ. „მოლს“. დღეისათვის, ქართული კომპანიის პროდუქცია 0,33ლ., 0.5ლ. და 1.0ლ. ბოთლებში უკვე წარმოდგენილია Union Coop Dubai-ის ჰიპერმარკეტებში. იგეგმება Heathy Water Inc.-ის მიერ წარმოებული სხვა პროდუქციის ექსპორტიც საამიროების ბაზარზე.
ინფორმაციას არაბეთის გაერთიანებული საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.