ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ან მდიდარი ნათესავისგან დატოვებული მემკვიდრეობა არ არის საჭირო. ბევრი ადამიანისთვის სიტუაციის გაუმჯობესება ფულის უკეთეს მენეჯმენტს შეუძლია. ამისათვის კი ხარჯების შემცირება, დაბანდების და დაზოგვის უნარის გაუმჯობესება და აქამდე შეუძლებელი ფინანსური მიზნების მიღწევაა საჭირო.
- თვალი ადევნე ხარჯებს, რათა ფინანსები გააუმჯობესო
თუკი არ იცი თუ სად და რას ხარჯავ ყოველთვე, აუცილებელია ამ ჩვევის ჩამოყალიბება. უკეთესი ფინანსური მენეჯმენტი ხარჯების გაცნობიერებით იწყება.
- შეადგინე თვის რეალური ბიუჯეტი
კარგად დაითვალე თუ რაში, რამდენს ხარჯავ, ანუ რა ბიუჯეტი გჭირდება ყოველ თვე საარსებოდ. ამ ბიუჯეტში ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ყველა შენი ჩვევა, რომელიც ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული.
- გადაინახე ფული, თუნდაც ეს არც ისე მარტივი იყოს
აუცილებლად გჭირდება ფულის დაზოგვა გადაუდებელი ხარჯებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი როცა გადადებული ფული არც თუ ისე მასშტაბურია, მოულოდნელი შემთხვევებისთვის რაღაც თანხა მაინც გექნება.
- გადაიხადე გადასახადები დროულად
გადასახადების დროულად გადახდა ფულის ბრძნულად განკარგვის პირველი ნაბიჯია. ამ ჩვევას ძალიან ბევრი დადებითი აქვს, თუკი გადასახადებს ყოველთვის დროულად იხდით, დაგვიანებული ქვითრების შიშიც არ უნდა გქონდეთ.
- გამორიცხე ფუჭი ხარჯები
გამოწერილი გაქვთ სერვისები, რომელსაც არასდროს იყენებთ? გადახედეთ თქვენს ხარჯებს და გააუქმეთ ყველაფერი, რასაც რეგულარულად არ იყენებთ.