LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Apple ქორწინების „ჭკვიან ბეჭედს“ შექმნის

490
page
ჩვენ ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვიყენებთ უამრავ ახალ ტექნოლოგიას, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია, თუმცა Apple-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა ქორწინების „ჭკვიან ბეჭედზე“, რომელიც წყვილს საშუალებას მისცემს გაიგონ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი, მათ შორის ადგილმდებარეობაც.
თუ ბეჭედი ერთ-ერთს გათიშული ექნება, მეორე ამის შესახებ ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს.  ბეჭედი აჩვენებს გულისცემის რიტმს, არტერიულ წნევას და შესაბამისად, „ფიტნეს ტრეკერის“ ფუნქციებსაც შეითავსებს. როდის ჩაეშვება „ჭკვიანი ბეჭედი“ გაყიდვაში და რა იქნება მისი ფასი, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები