LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას – ჯეიკ სალივანი

87
ჯეიკ სალივანი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება შესაძლოა ნებისმიერ დღეს, ან ორიოდე კვირაში განახორციელოს, ან ამის ნაცვლად დიპლომატიური გზა აირჩიოს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს.
ამასთან, ჯეიკ სალივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი აღარ გაგრძელდება.

„ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არ გაგრძელდება. ეს არის ჩვენთვის ბერკეტი, რომელიც ახლა გვაქვს, ამიტომ ვაპირებთ ამ ბერკეტის გამოყენებას და ვლადიმერ პუტინს არჩევანის გაკეთება შეუძლია.

თუ ის გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ის ვერ მიიღებს სარგებელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-სგან,“- აღნიშნა სალივანმა.

მანამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები