LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის“ (Freeride) კვირეული გაიმართება

89
satkhilamuro-kurorti-tetnuldi-ski-resort-13

პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, „ფრირაიდის“ (Freeride) კვირეულის ფარგლებში, 8-12 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის  ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები მოიცავს მცირე- 2 ვარსკვლავიან და დიდ – 4 ვარსკვლავიან  შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი შეჯიბრი მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას. შეჯიბრებებში, 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ფრირაიდის სპორტის სახეობებში არსებობს ღონისძიებების იერარქია, რომლის მიხედვითაც ხდება წლიური კალენდრის დაგეგმვა. საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, პირველივე წელს უმასპინძლოს მსოფლიო ფრირაიდის შესარჩევ (Freeride World Qualifier) ყველაზე მაღალი კატეგორიის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც 4 ვარსკვლავით ფასდება. აღნიშნულ შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს მიეცემა საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g