LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში 1001-ე ადგილზეა

569

timeshighereducation მსოფლიო უნივერსიტეტების 2019 წლის რეიტინგს აქვეყნებს.

1250-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოხვდა, თუმცა სიის ბოლოში. ქართული უნივერსიტეტი ამ კვლევაში 1001-ე პოზიციას იკავებს.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, უნივერსიტეტების რეიტინგი, რამდენიმე მონაცემის მიხედვითაა შედგენილი. ესენია: სწავლება, კვლევა, ცოდნის გაცემა და საერთაშორისო პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ თსუ ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც სიაში შევიდა.

რეიტინგის პირველ ორ პოზიციას ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები ინაწილებენ, მათ მოსდევს სტენფორდის უნივერსიტეტი. მეოთხე ადგილზეა მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხოლო ხუთეულს კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი აგვირგვინებს.

რეიტინგის ათეულში არიან ჰარვარდის, პრინსტონის, იალის უნივერსიტეტები, ასევე ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტების ათეულიდან შვიდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, ხოლო სამი დიდ ბრიტანეთში.

magti 5g