LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„მოვითხოვთ, შეწყდეს რეფორმა და უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია აღუდგეთ“ – თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ მაჭარაშვილმა განაცხადა, კვოტების დადგენა არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების მართვისთვის რბილი ძალის გამოყენება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიას არღვევს.

„თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნივერსიტეტის იდენტობისთვის, დარჩება შესაბამისი აკადემიური დატვირთვით – სტუ-ს შენობასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობები მის ხელმძღვანელობასთან“ – ირაკლი კობახიძე

კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, რადგან ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

სტუ-ის აკადემიური საბჭო: „არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმას… ვთხოვთ მთავრობას, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე არ შედგება განხილვა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება.

თსუ-ის სენატი: ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და მიზანშეწონილი – მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია

მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის ოქმშია საუბარი.

ქართული და ევროპული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი – RiHEI

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში - „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“( RiHEI).