LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწორები – უზადო გემოვნების რომანტიკული ჯიუტები…

440

სოფია ბზეკალავა სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანების შესახებ წერს, რომელთა შორის მონიკა ბელუჩი და ჰიუ ჯეკმანი არიან. როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, 23 სექტემბრიდან ყველაზე რომანტიკული პერიოდი დაიწყო.

„ასტროლოგიური სტატისტიკის მიხედვით (რომელსაც მეც სიამოვნებით ვეთანხმები) ყველაზე მეტი ლამაზი, დახვეწილი, უზადო გემოვნების მქონე ხალხი ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშნით იბადება ქვეყანაზე. ისინი არიან დიპლმატიურები, კამათის დიდოსტატები, სამართლიანები და მოქნილები ურთიერთობაში. ერთი შეხედვით რბილები ჩანან, სინამდვილეში კი რეალურად გასაოცარ სიჯიუტეს ავლენენ მაშინ, როცა ვინმე უსამართლოდ იქცევა, ან აიძულებს მათ გადაწყვეტილების დაჩქარებით ან ძალმომრეობით მიღებას.

მეგობრებო, 23 სექტემბრიდან  მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და დაიწყო ნამდვილი შემოდგომა, მთელი თავისი ფერადოვნებით, ესთეტიკით და სილამაზით. ზუსტად ისეთივე ლამაზი და რომანტიkული პერიოდი, როგორებიც არიან სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები.

სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია, რომელიც ასტროლოგიაში პარტნიორობის თემას შეესაბამება. ამიტომაც არიან სასწორები საუკეთესო მეორე ნახევრები, მათთვის მნიშვნელოვანია ზოგადად პარტნიორობის თემა და ცოტა თუ მოიძებნება ამ ქვეყნად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელსაც მარტოობა უყვარს.

სასწორისთვის წყვილში ყოფნა ისეთივე ორგანული და მნიშვნელოვანია, როგორც კვება ან ძილი. ეს ადამიანები საკუთარ თავს ზუსტადაც რომ პარტნიორულ ურთიერთობებში “პოულობენ” ყველაზე უკეთ. სასწორი ზოდიაქოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს სძულს ყველა სახის აგრესია და უხეშობა. ისინი ვერ იტანენ ვულგარულობას და ზედმეტობას როგორც ურთიერთობაში, ისე სამოსში. ამიტომაც არის, რომ ამ ნიშნით ძალიან ბევრი დიზაინერი და სტილისტი იბადება ხოლმე. ისინი საოცრად სამართლიანები არიან, ამასთან ერთად შეუძლიათ სიტუაციას ყოველთვის უყურონ ორი პოზიციიდან და ასე გააკეთონ ძალზე ობიექტური დასკვნები. მათი უმეტესობა არცთუ იშვიათად ირჩევს იურისტის პროფესიასაც ასევე. სასწორის ყველაზე დიდი ნაკლი მერყევი ხასიათია. ამ ადამიანებს იმდენად უყვართ ყველაფრის აწონ-დაწონვა, რომ ხშირად შესაბამის შანსებასაც უშვებენ ხოლმე ხელიდან ცხოვრებაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დიდხანს ფიქრობენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.

პ.ს მონიკა ბელუჩი და ჰიუ ჯეკმანი, სასწორის ზოდიაქოს ორი, საქვეყნოდ ცნობილი წარმომადგენელი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g