LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაფიქსირდა წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი – გამყრელიძის განმარტება

679
Untitled design - 2022-02-08T143841.947

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წინა დღეებთან შედარებით გარდაცვალების დღევანდელი მონაცემების ზრდის მიზეზებს განმარტავს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს გარდაცვალება ინფიცირებულთა ოდენობის 1.19%-ს შეადგენს.

„როგორც ჩანს, გარდაცვალების დღევანდელი მონაცემი – 54 უკავშირდება გარკვეულად აღრიცხვიანობას, ამ 54-ში შედის წინა დღეებიც და ამაზე დავალება შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღეს.

ანუ ატვირთვა და რეპორტინგი 24 საათში არ ხდება, ნაკლებია რეალურად, მაგრამ მაინც გარდაცვალების მაჩვენებელი ზღურბლოვან მაჩვენებელზე, 8-9 მილიონ მოსახლეზე 27-29 ყოველდღიურად, მაღალი გვაქვს, მაგრამ არა 80-75 და ა.შ როგორც გვქონდა.

ბევრი რამ შეიძლება იყოს პრობლემა გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველ რიგში, ახალი შემთხვევების მაღალი რაოდენობა.

როგორ კარგადაც არ უნდა იყოს სისტემა აწყობილი, გარდაცვალების პროცენტი 1000-ზე ყოველთვის იქნება დაახლოებით 0.5-1.4%-ის ფარგლებში. დღეს ჩვენ ინფიცირებულზე გარდაცვალება გვაქვს 1.19%-ის ფარგლებში ანუ ეს ჩამოვიდა დაბლა, ვინაიდან „ომიკრონთან“ მიმართებით როგორც ჰოსპიტალიზაცია, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი დაბლაა წამოსული. როცა გაქვს მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი გვექნება. სიკვდილინობის 86% მოდის 60 ზემოთ მოსახლეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g