LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც მიპოვა, თუმცა კეთილად მომიახლოვდა – ეკა ბესელია

1030
eka

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

„მაინც მიპოვა, თუმცა კეთილად მომიახლოვდა. რაც პანდემია დაიწყო, ბევრჯერ ვიყავი კონტაქტი , თუმცა გვერდს მივლიდა.

ამჯერად ყველაზე საყვარელ ადამიანს , ჩემს შვილს შევეზიარე ამ ,,ომიკრონში” და ცუდად არ იქცევა. მესამე დღეა, რაც დამეწყო სიცხით და მეორე დღიდან სიცხე გაქრა. მხოლოდ ყრუ თავის ტკივილი მქონდა.
დღეს უფრო უკეთ ვარ, მშვიდად ვგრძნობ თავს.

სულ ცოტა ხნის წინ მივიღე პსრ პასუხი და დამიდასტურდა.
მიხარია , რომ არავის არ ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, რადგან მაშინვე იზოლაციაში გადავედი და გავერიდე ყველას.

იძულებითი დასვენების დღეები მექნება და რაც მქონდა დასაწერ -წასაკითხი , ყველაფერს მოვასწრებ.
ჯანმრთელობას გისურვებთ და სულიერ სიმშვიდეს“ . – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g