რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ე.წ. გამარჯვების 25 წლისთავი მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს. აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასული წლების განმავლობაში აფხაზეთმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
ვლადიმერ პუტინმა ასევე უსურვა „მშვიდობა და კეთილდღეობა აფხაზეთის ყველა მცხოვრებს“.