Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც „ფეისბუკის“ ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუკი რაიმეს ჯგუფურად შეძენისას გადასახადის ერთმანეთში გადანაწილება ხშირად გიწევთ, ფუნქცია, Split Payments სწორედ თქვენთვისაა.
აღნიშნული მომსახურებისთვის Messenger-ში ჯგუფი უნდა შექმნათ, შემდეგ კი მიჰყვეთ ინსტრუქციას, – Split Payments.
აპლიკაცია გადასახადის ჯამური რაოდენობის შეყვანას მოგთხოვთ, ფუნქცია ღირებულებას თანაბრად გადაანაწილებს. თუკი ვინმეს შედარებით მეტის გადახდა ეკუთვნის, განსხვავებული თანხის შეყვანა ხელითაც შეგეძლებათ.