ქუთაისში ტურისტი სცემეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
თვითმხილველები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, ტურისტი მარტო იყო და სავარაუდოდ, მას თანხის გამო დაუპირისპირდნენ.
დაზარალებული კლინიკა „უნიქალმედში” გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათთან რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა.
ექიმის განცხადებით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.