გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენად, მეცნიერებმა მათი კლონირება დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი ქრცვინი იყო.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ამერიკელმა ექსპერტებმა მისი კლონირება 2020 წელს დაასრულეს. სასურველი შედეგის მისაღწევად მათ 30 წლის წინ გარდაცვლილი დედლის უჯრედები გამოიყენეს.
საქმე ისაა, რომ შავი ქრცვინის ბინადრობის არეალი ადამიანის ქმედების გამო მკვეთრად შემცირდა და სახეობაც გადაშენების პირასაა.
2021 წლის დეკემბერში, კლონირებული ქრცვინი, სახელად ელიზაბეტი, ერთი წლის გახდა და მისთვის საქმროს ძებნა დაიწყეს.
იძებნება მეწყვილე, რომელიც ჯანმრთელი შთამომავლობის პოტენციური მამა და ამასთან ძალიან თბილი იქნება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქრცვინებისთვის პირად ურთიერთობებში სინაზე ძალიან მნიშვნელოვანია.