ცნობილი ხდება, რომ 72 წლის რიჩარდ გირმა და მისმა მესამე ცოლმა, 38 წლის ალეჰანდრა სილვამ ახალი სახლი იყიდეს. ფეშენებელური სახლი ნიუ-იორკის მახლობლად, პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს და მისი ღირებულება 9 მილიონი დოლარია. ცნობილია, რომ გირმა სახლის მახლობლად არსებული ტერიტორიაც შეისყიდა, რათა ის კიდევ უფრო გააფართოოს. გირი და სილვა ახალ სახლში ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად გადადიან.
სახლს აქვს 7 საძინებელი, 9 სააბაზანო ოთახი, ულამაზესი სამზარეულო და ვინტაჟური ავეჯი. თავად სახლი 1934 წელსაა აშენებული და რაც მთავარია, აქ არის ბუდისტური სამლოცველო, რადგან გირისთვის რელიგიის თემა მეტად მნიშვნელოვანია.