LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის რიჩარდ გირმა უკრაინის მხარდამჭერ კონცერტზე იმღერა

197
page

ნიუ-იორკში უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. „კარნეგი ჰოლში“ მუსიკოსებთან ერთად გამოჩნდა ლეგენდარული რიჩარდ გირიც. ყველასთვის მოულოდნელად მსახიობმა სცენაზე ლეონარდ ბერნშტეინის Somewhere შეასრულა, მას აკომპანემენტს უწევდა ცნობილი საოპერო მომღერალი ედრიენ უორენი. გირის გამოსვლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ გაავრცელა.

„ქალები, პატარა გოგონები და ბიჭები, მოხუცები გარბიან ქალაქებიდან“ – 73 წლის რიჩარდ გირი მსოფლიოს უკრაინელი ხალხის დახმარებას სთხოვს 

საინტერესოა, რომ რიჩარდ გირის სცენაზე სიმღერა დაუგეგმავი იყო. 72 წლის არტისტი ღონისძიების წამყვანი იყო. სიმღერით კი ის პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები