LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიანსის გაფართოების კარი ღიაა, ნატო-ს ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა – ჯულიან სმიტი

58
A2CSTVNI2BAR7D7FM4E3ISLXGI

„ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს”, ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

მისივე თქმით, ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა და  ნატო მხარს უჭერს და პატივს სცემს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ალიანსის გაფართოების კარი ღიაა. რუსეთ-ნატო-ს საბჭოზე ოთხი საათის განმავლობაში გარკვევით ვთქვით, რომ ალიანსი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს.

ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ რუსეთთან სხვა საკითხებზე – იარაღის კონტროლზე, გამჭვირვალობაზე, რისკების შემცირებაზე.

რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g