LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქთან ახლოს 5 მაგნიტუდის მიწისძვრაც რომ მოხდეს, ძალიან მძიმე შედეგი იქნება“ – რამდენ მაგნიტუდზეა გათვლილი დედაქალაქი

314
Untitled design - 2022-02-17T160515.821

რამდენიმე დღის წინ სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 

ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრამ თბილისში მდებარე რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორისაა ერთ-ერთი მუზეუმი

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი, აცხადებს, რომ თბილისი საშუალო სეისმური ზონაა, ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„თბილისი უფრო საშუალო სეისმურობის ზონაა. საქართველოში აქტიური სეისმური ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილი, რაჭის მხარეს, აღმოსავლეთი ნაწილი კახეთის მხარე, შემდეგ კი ჯავახეთი მოდის.

თბილისისთვის სახიფათოა, როგორც საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა, ისე ახლომახლო კავკასიონზე ან აჭარა-თრიალეთის ქედზე მომხდარი მიწისძვრა“, – ამბობს სეისმოლოგი.

მისი შეფასებით, იმ სიმძლავრის მიწისძვრაზე ნაკლებიც კი თბილისში რომ მომხდარიყო, რაც რამდენიმე დღის წინ სამებასთან მოხდა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა.

„5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ მოხდეს თბილისთან ან ნებისმიერ სხვა ქალაქთან ახლოს, ძალიან მძიმე შედეგები ექნება. 6-იანზე საერთოდ არაფერს ვამბობ. შეგვიძლია გავიხსენოთ თბილისში 2002 წელს მომხდარი 4.5-იანი მიწისძვრა, რომელმაც მსხვერპლიც გამოიწვია და 12 000 ათასამდე შენობაც დააზიანა. უფრო მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრას კიდევ უფრო ცუდი შედეგები ექნება“. – ამბობს ჯავახიშვილი.

კითხვას, რამდენი მაგნიტუდზეა გათვლილი თბილისი, სეისმოლოგი პასუხობს:

„1992 წლამდე აშენებული შენობები 7 ბალზე იყო გათლილი, მის შემდეგ აშენებულები უკვე 8 ბალზე უნდა იყოს გათვლილი. მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, რომ არასწორად და უხარისხოდ აშენებული შენობა უფრო სუსტია სეისმოლოგიური თვალსაზრისით. ეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნდა მოწმდებოდეს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 5.0 მაგნიტუდაც კი თბილისისთვის საკმაოდ მძიმე იქნება“. – განმარტავს სეისმოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g