LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭადრაკო ოლიმპიადაზე დარიგებულ რუკებზე საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშეა

204

საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა, რუკები დაარიგეს, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.

აღნიშნული რუკები ოლიმპიადაზე მოხალისეებმა სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად მიიღეს და ამის შესახებ ორგანიზატორებს აცნობეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ამ საკითხზე, განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ დაუშვებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.

„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი მანსიისკიდან დელაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვა“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g