LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ 30 სახელმწიფო რამეს გადაწყვეტს საკმაოდ დიდი დრო შეიძლება გავიდეს, ამიტომ მცირე ალიანსში ჩართვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია: მამუკა გამრელიძე

99
fortuna.ge-63-2021-06-25-07-56-24-487421

„ეს არის გამოსავალი და ბევრად უფრო ეფექტური იარაღია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. ნატოში თუ მიგვიღებენ ძალიან კარგი, თუ არ მიგვიღებენ ამით არაფერი დაშავდება“, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ექსპერტმა მამუკა გამყრელიძემ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ასეთ ალიანსებში გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

„ნატოს არ ამოუწურავს თავი და შესაძლებლობები ბევრად მეტი აქვს, მაგრამ სანამ 30 მონაწილე სახელმწიფო რამეს გადაწყვეტს საკმაოდ დიდი დრო შეიძლება გავიდეს და ამიტომ მობილურობა დაკარგული აქვს, თან ბიუროკრატიული აპარატი ნატოს მძლავრი აქვს და ამის შესაბამისად ეს მის მოქნილობას ამცირებს. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ასეთი მცირე ალიანსების შექმნის საკითხი.

ეს არის უსაფრთხოების კავშირის მომავალი, ბრწყინვალე იქნება თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ ალიანსში.

სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებებზე დაყრდნობით ვხედავთ, რომ უკრაინის,  საქართველოს ნატოში მიღება არ არის სწრაფად გადაწყვეტადი ამოცანა, შორს გადაიწევს ეს ამბავი და ჰაერში გამოკიდებული მდგომარეობას კარგი არაფერი მოაქვს.

ეს არის გამოსავალი და ბევრად უფრო ეფექტური იარაღია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. ნატოში თუ მიგვიღებენ ძალიან კარგი, თუ არ მიგვიღებენ ამით არაფერი დაშავდება. ასეთი ალიანსები საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ თურქეთთან, ისრაელთან, ბრიტანეთთან პირდაპირი კავშირები დავამყაროთ, ვხედავთ, რომ არის არეალი მუშაობის, გვაქვს საშუალება, რომ სხვადასხვა სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებში მივიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლონეთისა და უკრაინის ალიანსი დაფუძნდა. აღნიშნული ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, სამივე ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინაში სტაბილურობის დასაცავად.

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი საკუთარი გავლენის სფეროდ ჩათვალოს

კულება: ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა, ამიტომ დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება

 

magti 5g