LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა, ამიტომ დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება

118
დმიტრო კულება

„ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა და მართვა. სწორედ ამიტომ, როდესაც გავხდი მინისტრი, დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სხვა საქმეა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

„მჯერა, რომ ლონდონი-ვარშავა-კიევის ალიანსი განამტკიცებს შავი და ბალტიის ზღვების უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ევროპის ჩვენს ნაწილში“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის „ფეისბუკ“ გვერდზე განთავსებულია ფოტო, სადაც აღნიშნულია უკრაინის მცირე ალიანსები. მათ შორის არის „ლუბლინის სამკუთხედი“, ასევე „ასოცირებული ტრიო“, რომელშიც საქართველო და მოლდოვაც შედიან და თურქეთთან „ოთხეულის“ თანამშრომლობის ფორმატი.

„მცირე ალიანსების სისტემას შეუძლია, გადაჭრას გადაუდებელი პრობლემები დღეს, განამტკიცოს თავდაცვითი შესაძლებლობები და აამოქმედოს სასარგებლო ეკონომიკური პროექტები, განავითაროს სატრანსპორტო პროექტები და გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება“, – წერს კულება.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნების შესახებ გუშინ, 17 თებერვალს კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა – არ გვეშინია არანაირი პროგნოზისა და მტრის, საკუთარ თავს ნებისმიერ დროს დავიცავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები