LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეხვდებიან

172
Meeting-Lavrov-–-Kuleba-planned

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები პირველად შეხვდებიან პირისპირ.

სერგეი ლავროვი დმიტრი კულებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვდება.  ორივე მათგანი უკვე თურქეთში იმყოფება. ეს ყველაზე მაღალი რანგის დიალოგია ომის დაწყების დღიდან.

ამასთან, სერგეი ლავროვი, მას შემდეგ, რაც ის დასავლეთის შავ სიაში მოხვდა, რუსეთის საზღვარს პირველად დატოვებს.

შეხვედრის ინიციატორი და მედიატორი, თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იქნება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.