LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი კულება: არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინის თავში, ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ – უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება

70
დმიტრი კულება

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება რუსეთს აფრთხილებს, რომ მის ქვეყანაზე თავდასხმა „პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგებს“ გამოიწვევს და ძალიან ძვირი დაჯდება.

„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინის თავში. ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ – უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაჯდება, ამიტომ ჯობია, ეს არ გააკეთოს“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, კიევის მთავარი მიზანი შემდგომი აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან რუსეთის შეკავებაა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები წვრთნებს მართავს

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფების დისკრედიტაციისთვის, წვრთნებს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის გააქტიურება, ახალი ყალბი მასალების მომზადებით.

„მოსკოვმა მკაფიოდ უნდა გაიგოს, რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს მოიტანს აგრესიის ახალი ეტაპის შემთხვევაში“, – განაცხადა კულებამ.

რუსეთი უკრაინის საზღვართან საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდის, რის გამოც კიევი, შეერთებული შტატები და ნატო გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ახალი თავდასხმა განახორციელოს. კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს და მცდარს უწოდებს.

დიმიტრი პესკოვი: უკრაინა დონბასის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები