LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა – არ გვეშინია არანაირი პროგნოზისა და მტრის, საკუთარ თავს ნებისმიერ დროს დავიცავთ

136
ზელენსკი მარიუპოლში

„ჩვენ არ გვეშინია არანაირი პროგნოზისა და მტრის, რადგან საკუთარ თავს ნებისმიერ დროს დავიცავთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში სამხედროების წინაშე გამოსვლისას განაცხადა და თქვა, რომ უკრაინას არც თარიღები აშინებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქვეყნის მიმართ ერთგულია და იცავს უკრაინას. მანვე აღნიშნა, აქვთ ძალა დაიცვან მიწა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და გაიკვალონ გზა მშვიდობიანი, ერთიანი უკრაინისკენ.

„ჩვენ არ გვეშინია არანაირი პროგნოზის, ხალხის, მტრის, არ გვეშინია თარიღების, რადგან საკუთარ თავს დავიცავთ 16 თებერვალსაც, 17 თებერვალსაც, მარტშიც, აპრილშიც, სექტემბერშიც და დეკემბერშიც“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანი 2022 წელია და არა 2014 და ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

„ომი 8 წელია გრძელდება და ჩვენ ამდენჯერ გავძლიერდით. ჩვენ გვყავს უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები, შესანიშნავი დიპლომატიური, მოხალისეობრივი, ეროვნული წინააღმდეგობის ძალები მთელ უკრაინაში. გვაქვს იმის ძალა, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, არ დავემორჩილოთ რაიმე პროვოკაციას და გავიკვალოთ გზა მშვიდობიანი, ერთიანი უკრაინისკენ.“ — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თემასაც შეეხო და თქვა, რომ რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც მხარს უჭერს.

ზელენსკის თქმით, „უკრაინას სურს NATO-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება“.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს NATO-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.

ზელენსკის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ღიაა და რამე საიდუმლოს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. ეს სიმართლე არ არის. მე ვერ გავამხელ ამ ქვეყნებს, რადგან ჩემთვის დღეისთვის ყველაზე დიდი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს ქვეყანა მხარს გვიჭერდეს. ასეთ მეზობლებთან ყოფნა ადვილი არ არის, ამიტომ ახლა არანაირი რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები არ გვჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მიმდინარე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

ნედ პრაისი: რუსეთი ავითარებს ყალბ ნარატივს, რათა გამოიყენოს უკრაინაში შეჭრის საბაბად, ეს რუსეთის მიერ კარგად გაწერილი სცენარია, როგორც უკრაინასა და საქართველოში მისი წინა შეჭრის შემთხვევებში იყო

თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სამთავრობო ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ რუსეთის შეჭრის განრიგი მომავალი წლისთვის, მსურს, შვებულება დავგეგმო: ზახაროვა

პუტინი: რუსეთს არ უნდა ომი და მზადაა მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g