LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ რუსეთის შეჭრის განრიგი მომავალი წლისთვის, მსურს, შვებულება დავგეგმო: ზახაროვა

89
1

მას შემდეგ, რაც “დაანონსებული ომის” გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასავლური მედიასაშუალებები გააკრიტიკა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში ერთგვარი სარკასტული მიმართვა გაავრცელა.

ზახაროვა “ფეისბუქის” საშუალებით მედიასაშუალებებს სთხოვს, რუსეთის მომავალი წლის “შეჭრების” გრაფიკი გამოაქვეყნონ:

“მინდა, ამერიკულ და ბრიტანულ დეზონფორმაციის საშუალებებს – Bloomberg-ს, The New York Times-ს The Sun-ს და სხვებს ვთხოვო – გამოაქვეყნეთ ჩვენი “შესევების” განრიგი მომავალი წლისთვის. მსურს, შვებულება დავგეგმო”, – წერს ზახაროვა “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, გუშინ მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე.

მისი თქმით, ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 15 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმოდა, დეზინფორმაცია იყო.

მარია ზახაროვამ ისიც დაწერა, რომ “ორიოდე საათი რჩებოდა მონანიებამდე, სანამ ბლუმბერგი გოგრად გადაიქცეოდა”.

ფოტო: უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

ზელენსკის გამოწვევა სოციალურ ქსელში: “გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით, ეს დღე ჩვენია…”

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დღეს უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს – ევროკავშირში რუსეთის ელჩი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g