უკრაინაში 16 თებერვალს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.
ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები კიევში, ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის დროშა გაშალეს.
დღეს ასევე იმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ყველა უკრაინული არხი მხოლოდ ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გადასცემს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ 16 თებერვალი არა თავდასხმის, არამედ ერთიანობის დღედ იქცეოდა.
ზელენსკის გამოწვევა სოციალურ ქსელში: “გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით, ეს დღე ჩვენია…”